ფეხბურთი

1:51 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "ინტერის" მოგებების სერია შეწყდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის გამოტოვებულ მატჩში „ინტერმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

სიმონე ინძაგის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო „ბოლონია“ კარგ სეზონს ატარებს, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სანტიაგო კასტროს გოლით ბოლონიელები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც „ინტერმა“ მოიგო, რომელმაც ჯერ დენზელ დუმფრისის გოლით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ლაუტარო მარტინესის გოლით დაწინაურდა.

„ბოლონიამ“ მეორე ნახევარში ემილ ჰოლმის გოლით გაათანაბრა და შემდეგ ანგარიში შეინარჩუნა - 2:2.

„ინტერმა“ სერია A-ში ქულები 10 ნოემბრის შემდეგ პირველად დაკარგა. „ნერაძური“ 44 ქულით მეორე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება „ნაპოლის“, თუმცა თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ხოლო „ბოლონია“ 30 ქულით მერვე ადგილზეა.

0.112931