„ლიონი“ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში სენსაციურად საფრანგეთის მე-5 ლიგის ბინადარ „ბურგონთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
მე-20 წუთზე „ბურგონი“ დაწინაურდა, რასაც 45-ე წუთზე ნემანია მატიჩმა უპასუხა. 64-ე წუთზე რაიან შერკის გადაცემის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და „ლიონი“ დააწინაურა. გოლისთანავე „ლიონის“ მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი შეცვალა და თამაშში ალექსანდრ ლაკაზეტი ჩართო...
„ბურგონმა“ 5 წუთში გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. ლიონელთაგან პირველი პენალტი სწორედ ლაკაზეტმა ვერ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი 8 გოლი აქვს გატანილი (4 ლიგა 1-ში, 2 ევროპა ლიგაზე და 2 საფრანგეთის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ლიონი“ მომდევნო მატჩს ლიგა 1-ში 19 იანვარს, „ტულუზთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მსოფლიო სპორტს მინდა ვთხოვო, რომ ქართველი ფეხბურთელების სტატისტიკა თამაშების რაოდენობით კი არა, წუთების რაოდენობის 90 წუთზე გაყოფის, და შესაბამისად მიცემული შესაძლებლობის სტატისტიკა დადეთ, რადგან მიქაუტაძეს ხშირად ბოლო 10 წუთი უწევდა თამაში და ამ სტატისტიკაში სრული წარმოდგენა ვერ შეექმნება მკითხველს