ფეხბურთი

19:40 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

„ლიონმა“ ბრაზილიური „ბოტაფოგოდან“ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალმადა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის ფეხბურთელი „ლიონს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. „ლიონს“ და „ბოტაფოგოს“ ერთი მფლობელი ჰყავთ (ჯონ ტექსტორი), შესაბამისად, ტრანსფერზე შეთანხმება ძალიან ადვილად შედგა.

ტიაგო ალმადამ „ბოტაფოგოში“ გასულ წელს 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ატლანტა იუნაიტედსა“ და „ველეს სარსფილდში“ თამაშობდა.

ტიაგო ალმადას არგენტინის ნაკრებში 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, რადგან „ალბისელესტეს“ განაცხადში იყო.

0.118089