„ბაზელმა“ ზამთრის პაუზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და „შაფჰაუზენი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი გაბრიელ სიგუამ გაიტანა.
სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა ანგარიში მე-20 წუთზე, ხოლო შემდეგ თავი შერდან შაქირიმ და ანტონ კადემ გამოიჩინეს და „ბაზელმა“ ადვილად მოიგო.
სიგუას მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ტრავმის გამო თითქმის გაუცდა და მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. „ბაზელი“ სუპერლიგაში 30 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონს 19 იანვარს, „ლუგანოსთან“ საგარეო შეხვედრით განაახლებს, რომელიც ლიდერია და გუნდებს შორის სხვაობა ერთი ქულაა.
ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა გურამ კაშიამაც. „სლოვანმა“ კატარული „ალ-შაჰანია“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სლოვანი“ 16 იანვარს ამხანაგურ მატჩს „ალ-გარაფასთან“ გამართავს, ხოლო შემდეგ სეზონს 22 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტთან“ თამაშით განაახლებს.