ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რონალდ არაუხო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ შეიცვლის და "ბარსელონაში" რჩება.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით ურუგვაელი ფეხბურთელი "ბარსელონისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როგორც ცნობილი ხდება "ბლაუგრანა" არაუხოსთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.
ცნობისთვის, ურუგვაელი ფეხბურთელის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული და ვრცელდებოდა ცნობები, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.
შეგახსენებთ, რომ არაუხო "ბარსელონას" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ურუგვაელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში დღემდე 152 მატჩში 8 გოლი გაიტანა.