მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს და დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას Sky Germany-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით 54 წლის ნიდერლანდელი მწვრთნელი გერმანიაში იმყოფება და "დორტმუნდის" თამაშსაც დაესწრო. როგორც ირკვევა გერმანული კლუბის მესვეურებს სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი ნური შაჰინის გადაყენება, რადგან მიმდინარე სეზონში "დორტმუნდს" ცუდი შედეგები აქვს და ამ მომენტისთვის მე-9 ადგილას იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი ბოლოს მანჩესტერ "იუნაიტედს" წვრთნიდა, იქამდე კი ამსტერდამის "აიაქსში" მუშაობდა.