სხვა

9:46 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

უკვე მეორედ, ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური აჩუქა (VIDEO)

ლეო მესიმ საქართველოს ლეგენდარულ მოჭადრაკეს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის და საპასუხოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური გაუგზავნა საკუთარი ავტოგრაფით. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გაუგზავნა. პირველად, 2021 წელს, მისი 80 წლის იუბილესთვის, მას „ბარსელონას“ მაისური აჩუქა.

ამ მაისურის მიღება ნონა გაფრინდაშვილისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან ნონა გაფრინდაშვილი განსაკუთრებულ პატივს სცემს ლეო მესის.
რაც შეეხება საჩუქრის გადაცემას, ეს მომენტი გახდა შესაძლებელი არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტროსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით. მათი დახმარებით, საქართველოს ელჩმა არგენტინაში, ბატონმა გვარამ ხანდამიშვილმა, ნონა გაფრინდაშვილის სახელით გადასცა საიუველირო ჭადრაკი, რომელიც 2021 წელს „ზარაფხანას“ მიერ იყო დამზადებული და უკავშირდება არგენტინის გამარჯვებას „კოპა ამერიკაზე“.

ეს ქმედება კიდევ ერთხელ ასახავს ლეგენდარული სპორტსმენების ურთიერთპატივისცემას.

0.117519