ფეხბურთი

2:34 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, "ჩელსიმ" ისევ ვერ მოიგო, "ლივერპულმაც" ქულები დაკარგა

ინგლისის პრემიერლიგაში და ზოგადად, სეზონში „ლივერპული“ ერთადერთხელ დამარცხდა, „ნოტინგემის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე, რომელსაც 21-ე ტურში ესტუმრა და რევანშის შანსი ჰქონდა.

თუმცა, „ნოტინგემი“ მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და „ლივერპულთან“ ისევ არ წააგო. მერვე წუთზე კრის ვუდმა მასპინძლები დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში დიოგო ჟოტამ უპასუხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „ლივერპული“ 47 ქულით ლიდერია, კვალში სწორედ „ნოტინგემი“ უდგას 41 ქულით.

„მანჩესტერ სიტი“ ახლოს იყო ზედიზედ მესამე მოგებასთან, თუმცა „ბრენტფორდთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა. მეორე ტაიმში ფილ ფოდენმა დუბლი შეასრულა და პეპ გვარდიოლა იმედოვნებდა, რომ მისი გუნდი მოიგებდა, მაგრამ ბოლო 8 წუთში მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს - 2:2. „სიტი“ 35 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, „ბრენტფორდს“ 28 ქულა აქვს და მეათეა.

„ჩელსიც“ კრიზისშია, რომელიც ვეღარ იგებს. ენცო მარესკას გუნდმა მორიგი ქულები შინ დაკარგა „ბორნმუთთან“, რომლის წინააღმდეგ ფაქტობრივად წაგების წინაშე იდგა. კოულ პალმერის გოლით ლონდონელებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში „ბორნმუთმა“ ორჯერ გაიტანა და 95-ე წუთამდე იგებდა, სანამ რის ჯეიმსმა არ გაათანაბრა - 2:2. „ჩელსი“ 37 ქულით მეოთხე ადგილზეა, „ბორნმუთი“ 34 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

დღესვე, კიდევ ერთი მატჩი იყო, ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემმა“ „ფულემი“ 3:2 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ნოტინგემი“ – „ლივერპული“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვუდი (8), 1:1 დიოგო ჟოტა (66)

„ბრენტფორდი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ფოდენი (66), 0:2 ფოდენი (78), 1:2 ვისა (82), 2:2 ნორგორი (90)

„ჩელსი“ – „ბორნმუთი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 პალმერი (13), 1:1 კლუივერტი (50), 1:2 სემენიო (68), 2:2 ჯეიმსი (90)

0.13383