ფეხბურთი

2:15 | 15.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ვალენსია" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა, მამარდაშვილს არ უთამაშია

„ვალენსია“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. კარლოს კორბერანის გუნდმა ქვედალიგელი „ოურენსე“ მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად 2:0 დაამარცხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ღამურები“ მეტოქის მცველის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს უმარ სადიქმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, რომელიც განაცხადში არ იყო, ესპანეთის თასზე და მით უფრო, დაბალი დონის მეტოქესთან ქართველ მეკარეს ასვენებენ.

„ვალენსიას“ მეტოქე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში მოგვიანებით წილისყრით გაირკვევა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია

18:22 | 04.11.2020
Shevche (15054)

100 მაგალითი რომ გიდევს ცხვირწინ, რომ ასეთი ამბები ყველა ტყუილი გამოდგა და 101-ეს მაინც იჯერებ... მარაზმია უკვე, რა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065653