„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ ვიქტორ ოსიმენიც დაუკავშირეს.
როგორც Tuttomercatoweb-ი იტყობინება, კლუბისთვის ნიგერიელის ტრანსფერი შესაძლოა ისევ აქტუალური გახდეს, ოღონდ ზაფხულისთვის და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები უკვე მის თაობაზე დაიწყოს.
პსჟ-ს დიდი ხანია აინტერესებს ოსიმენი, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხა მისი დამატება. თუმცა, ვინაიდან „ნაპოლიდან“ ოსიმენის გამოსასყიდი ფასი 75 მილიონი ევროა, ზაფხულში პარიზელები მას თუ გადაიხდიან, ფეხბურთელსაც შეიძენენ. ასე რომ, მომდევნო სეზონიდან კვარა-ოსიმენის დუეტი შესაძლოა ისევ ვიხილოთ, ოღონდ პსჟ-ში.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ამჟამად იჯარით სტამბოლის „გალათასარაიში“ თამაშობს.