„დორტმუნდის“ თავდამსხმელი დონიელ მალენი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.
ინგლისური კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ნიდერლანდელის შეძენა „ასტონ ვილას“ მთლიანობაში 26 მილიონი ევრო დაუჯდა.
დანიელი მალენმა კარიერა პსვ-ში დაიწყო, ხოლო 2021 წლიდან „დორტმუნდში“ თამაშობდა, სადაც 132 მატჩში თავი 39 გოლით გამოიჩინა.