ფეხბურთი

22:24 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

რანდალ კოლო მუანი სავარაუდოდ კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ რანდალ კოლო მუანის დაიმატებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს ხანში ფრანგი ტურინულ გუნდში გადაბარგდება. კოლო მუანი „იუვეს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.

ფრანგ ფორვარდს პსჟ-ს დატოვება ლუის ენრიკესთან კონფლიქტის გამო მოუწია, რის გამოც ბოლო პერიოდში ვერ თამაშობდა.

რანდალ კოლო მუანიმ პსჟ-ში 2023 წლიდან 54 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „აინტრახტში“, „ბულონში“ და „ნანტში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 27 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.118639