ფეხბურთი

18:14 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "პსჟ-მ კვარაცხელიას ყიდვა კონკურენციის გაზრდის მიზნით გადაწყვიტა"

Le Parisien-ის ჟურნალისტმა კრისტოფ ბერარდმა „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ნეაპოლურ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კვარაცხელიას კონკურენცია ელოდება და შეიძლება ეგრევე ძირითად შემაგდენლობაში ვერც მოახერხოს დამკვიდრება:

„პსჟ თითქოს ყველაფერს მალავს, მაგრამ სამშაბათი შესაძლოა გადამწყვეტი დღე იყოს. გარიგება 75 მილიონად შედგება. პსჟ ცდილობდა გარიგებაში მილან შკრინიარის ჩართვას, მაგრამ „ნაპოლიმ“ უარი თქვა, რადგან ანტონიო კონტეს ეს ფეხბურთელი არ აინტერესებს.

ვის ადგილას ითამაშებს კვარა? დემბელეს ადგილი მარჯვნივაა, მარცხნივ ბარკოლა თამაშობს, რომელსაც უკვე ორი თვეა უჭირს. ამიტომ, კვარაცხელიას ყიდვა კონკურენციის შექმნას ემსახურება, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინვე ძირითადის წევრი გახდება. მიზანია, რომ კლუბს შემტევ სამეულში კიდევ ერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდეს“, - თქვა ბერარდმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.11908