ფეხბურთი

17:40 | 14.01.2025 | ნანახია 2430 - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელია? მხოლოდ პსჟ-ს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო"

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, ურჩევნია, რომ იმ ფეხბურთელებზე ისაუბროს, რომლებიც ამჟამად პსჟ-ს წევრები არიან.

„მომწონს ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს შემადგენლობაში არ არიან, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. მხოლოდ პსჟ-ს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ „ესპალისთან“ სათასო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყვეტილია, რომელსაც დაახლოებით 75 მილიონ ევროდ შეუერთდება და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:57 | 15.01.2025
Gerry Marsden (853)

წადფი შენი სულელი დედაც მოვხან!!!

0.112501