ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი კრისტოფერ ნკუნკუ მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლაზე თანახმაა.
ფრანგი ფორვარდი უკმაყოფილოა ინგლისურ კლუბში თავისი სიტუაციით და კლუბის შეცვლაც ამიტომ სურს. ნკუნკუსა და „ბაიერნს“ შორის პირობების შეთანხმება პრობლემა არაა, ახლა მთავარია, რომ კლუბებმა მიაღწიონ შეთანხმებას. ინგლისელები ფრანგ შემტევს დაახლოებით 70 მილიონ ევროდ აფასებენ.
ნკუნკუ „ჩელსიში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 42 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მას კარიერის საუკეთესო წლები სწორედ გერმანიაში აქვს გატარებული, სადაც „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა.