ფეხბურთი

15:40 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟეზუშისთვის სეზონი დასრულდა, "არსენალმა" ფორვარდი უნდა დაიმატოს

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა გაბრიელ ჟეზუშმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

ბრაზილიელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში დაშავდა და ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ამიტომაც, „მეთოფეებს“ სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდის მოძებნა მოუწევთ.

„აქტიურად ვეძებთ ბაზარზე ფეხბურთელებს გასაძლიერებლად, ვმუშაობთ. სამწუხაროდ, გაბრიელ ჟეზუშის მდგომარეობა კარგი არ არის, ძალიან ვღელავთ, მაგრამ ველოდებით სამედიცინო შემოწმების საბოლოო პასუხს“, - აღნიშნა მიკელ არტეტამ.

„არსენალი“ „ასტონ ვილადან“ ჯონ დურანის დამატებას ეცდება, რომელიც ლონდონელთა პირველი არჩევანია, მაგრამ ასევე ახსენეს დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი.

გაბრიელ ჟეზუშმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.11342