„მანჩესტერ სიტი“ „პალმეირასიდან“ ნიჭიერ ფეხბურთელს, ვიტორ რეისს დაიმატებს. კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ბრაზილიელი ინგლისში სულ მალე გადაბარგდება.
ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. „სიტი“ რეისს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დაიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბარი, რომ ფეხბურთელი „სიტის“ ზაფხულში შეუერთდებოდა. თუმცა, რეისი პეპ გვარდიოლას განკარგულებაში მიმდინარე თვიდან იქნება.
19 წლის ცენტრალურმა მცველმა „პალმეირასის“ მაისურით 2024 წლის სეზონში 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ასევე მიღწეული აქვს შეთანხმება „აინტრახტიდან“ ომარ მარმუშის და „ლანსიდან“ აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერებზე.