ფეხბურთი

13:10 | 14.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"იუვენტუსი" 21 წლის პორტუგალიელ მცველს დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსი“ „ვიტორია გიმარაეშიდან“ 21 წლის მარჯვენა მცველს, ალბერტო კოშტას დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

კოშტა იტალიაში სულ მალე ჩავა და კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.

კოშტას ტრანსფერი „იუვენტუსს“ 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელის შეძენას ლისაბონის „სპორტინგიც“ ცდილობდა, მაგრამ ტურინელთა შეთავაზება „გიმარაეშისთვის“ უფრო მისაღები აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში ნიჭიერმა მცველმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 12.02.2018
Beka-1991 (596)

ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ

10:10 | 12.02.2018
RHP (3623)

არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ

01:33 | 12.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა

00:43 | 12.02.2018
ogafa (10211)

ლივერპული დაქოქილია

0.058329