კალათბურთი

12:36 | 14.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 4 ქულა და "სან ანტონიოს" გამარჯვება "ლეიკერსთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშილის „სან ანტონიომ“ სტუმრად ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 126:102 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გადამწყვეტი ბოლო პერიოდი, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა უნაკლოდ ჩაატარა, რომელშიც მეტოქეს 37:13 აჯობა და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

სანდრო მამუკელაშვილი მხოლოდ 2 წუთი ათამაშებს, ხსენებულ დროში კი, 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ლეიკერსში“ ენტონი დევისი გამოირჩა 30 ქულით და 13 მოხსნით, ხოლო „სან ანტონიოში“ ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსის აქტივში 18 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი იყო.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 19 მოგებით და 19 წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 16 იანვარს, „მემფისთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:45 | 21.06.2020
ogafa (10211)

„ლაიფციგი“ მესამეა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.069662