ფეხბურთი

1:31 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენში" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალები...

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაღა რჩება, რომელიც უახლოეს მომავალში გაკეთდება.

ცნობილია კონტრაქტის პირობებიც: კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 8-9 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება, რაც „ნაპოლისთან“ შედარებით ძალიან მაღალი გასამრჯელოა.

„ნაპოლი“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ 70 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ასე რომ, იტალიური კლუბიც დიდ მოგებას ნახავს, რადგან ხვიჩა მხოლოდ 10 მილიონ ევროდ დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).

0.12241