იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო პაგანინმა განაცხადა, რომ „ნაპოლის“ არ სურს იგივე შეცდომა გაიმეოროს, რაც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში დაუშვა. ამიტომაც, გადაწყვიტა, რომ ის ახლა გაყიდოს.
„კვარაცხელიას ხელფასი 1.8 მილიონია და მოდის პსჟ, რომელიც 10 მილიონს გთავაზობს, სხვაობა ფუნდამენტურია. ნათელია, რომ „ნაპოლის“ არ სურდა ოსიმენის საქმის გამეორება, არ მგონია, რომ 100 მილიონის შეთავაზება მიიღონ, მაგრამ 80 მილიონი ან 70 მილიონი და პლუს შკრინიარი იქნება“, - თქვა პაგანინმა.
კიდევ ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ კი, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან: „ნაპოლი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ხურავენ კვარაცხელიას ტრანსფერს. 65 მილიონი ევრო, პლუს 15 მილიონი ბონუსი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.