ფეხბურთი

23:55 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport-ის ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ნეაპოლთან ძლიერი კავშირი არასდროს ჰქონია"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარას ქალაქ ნეაპოლთანაც არასდროს ჰქონია ახლო კავშირი და უმეტესად ჩაკეტილი იყო, ქალაქში იშვიათად გადიოდა და არც ფანებსა და თანაგუნდელებთან იყო ახლო ურთიერთობაში.

„კვარაცხელიას არასდროს ჰქონია ქალაქ ნეაპოლთან ღრმა კავშირი, ის იყო მესამე სკუდეტოს ერთ-ერთი არქიტექტორი, მაგრამ ყოველთვის ძალიან განცალკევებული იყო, ჩაკეტილი და იშვიათად ჩნდებოდა ქალაქში. მან სახლი ნეაპოლის გარეუბანში აიღო, შემდეგ ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდა, რის გამოც ქალაქთან უფრო ახლოს გადავიდა, მაგრამ არც თანაგუნდელებთან ჰქონია ახლო კავშირი. ოსიმენი უფრო მეტად იყო დაკავშირებული ფანებთან, ეს ხასიათის საკითხია. ბევრია დამოკიდებული გარემოცვაზეც, მამა და მისი აგენტი ძალიან ძლიერ გავლენას ახდენენ ბიჭის არჩევანზე“, - თქვა უგოლინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.117716