„ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ბუნდესლიგაში დებიუტით.
როგორც ქართველმა ფორვარდმა თქვა, ბუნდესლიგაში უფრო მაღალი დონეა, რაც პირველივე შეხვედრაში მისთვის შესამჩნევი იყო:
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ბუნდესლიგაში ვთამაშობ. ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე ბავშვობაში ტელევიზორის ყურებისას, ახლა ეს ახდა. დებიუტში გამარჯვება კი, უბრალოდ შესანიშნავია. აქ ყველაფერი უფრო სწრაფი და ინტენსიურია, ვიდრე II ბუნდესლიგაში, ფეხბურთელები ინდივიდუალურადაც უფრო მაღალი დონის არიან. ბევრი უნდა ვირბინო, სწორედ ამას ითხოვს ჩემგან მწვრთნელი. ფრანკ შმიდტი კარგი ადამიანია, მისგან ბევრის სწავლა შემიძლია. ეს გამარჯვება კარგი იყო ჩვენი თავდაჯერებისთვის, ახლა უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო და 10-მატჩიანი საშინელი სერია (1 ფრე, 9 წაგება) შეწყვიტა. ფრანკ შმიდტის გუნდი 16 ტურის შემდეგ 13 ქულით ისევ მე-16 ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას უკვე ერთ ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო ტურში კი, 15 იანვარს, ბრემენში, „ვერდერს“ ესტუმრება.