“ბაიერნის” მცველი ფილიპ ლამი ბედნიერია იმით, რომ გერმანული კლუბი არ დატოვა და კარიერა ინგლისში არ გააგრძელა. 30 წლის ფეხბურთელის თქმით, “ბაიერნს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.
რამდენიმე ინგლისური კლუბი, მათ შორის “მანჩესტერი”, დაინტერესებული იყო ლამის გადაბირებით.
“კარგია, რომ კარიერა ინგლისსში არ გავაგრძელე, მიუხედავად იმისა, რომ კარგი შემოთავაზებები მქონდა. "ბაიერნი” ჩემი მშობლიური კლუბია. ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გვაქვს და მინდა ეს ჩემს გუნდთან ერთად მოვახერხო. მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”, – ლამის სიტყვებს პორტალი Goal.com ციტირებს.
ლამი “ბაიერნში” 2002 წლიდან თამაშობს. “რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ლამმა 267 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა. მცველი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2004-14 წლებში თამაშობდა, 113 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.