დანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სიმონ კიაერმა კარიერა დაასრულა. ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.
35 წლის მცველი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო, როცა „მილანი“ დატოვა და ახალი გუნდი ვერ იპოვა, რის შემდგომაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
სიმონ კიაერმა 2020-2024 წლებში „მილანში“ ითამაშა, ხოლო მანამდე „ატალანტას“, „სევილიას“, „ფენერბაჰჩეს“, „ლილის“, „რომას“, „ვოლფსბურგის“, „პალერმოს“ და „მიდტიულანდის“ ფეხბურთელი იყო.
2009-2024 წლებში მან დანიის ნაკრებში 132 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.