საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი წრის ბოლო, მე-17 ტურში „სენტ ეტიენი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
შეხვედრის შემდეგ, პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ჟურნალისტებთან საუბრისას ზურიკო დავითაშვილი შეაქო.
"ზურიკო დავითაშვილის საჯარიმო დარტყმა? ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი თვისებები აქვს. მეტოქე ტაშს და შექებას იმსახურებს.
თამაში საკმაოდ კარგი თამაში შედგა, მატჩის სტარტზე სენტ ეტიენის პრესინგმა კარგად იმუშავა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა შევძელით და გავიმარჯვეთ. ყველამ კარგად ითამაშა და მოგება დავიმსახურეთ", - აღნიშნა იტალიელმა მეკარემ.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.