UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მომდევნო ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღი ცნობილი ხდება.
ქართველი მებრძოლი მომდევნო სატიტულო ორთაბრძოლას მაიამიში გამართავს, სადაც მისი მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება და მათ შორის რემატჩი UFC 314 -ზე 5 აპრილს გაიმართება. როგორც MMA-ს ექსპერტები აცხადებენ, ეს ბრძოლა ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.
ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი 2024 წლის 18 თებერვალს დაამარცხა, მან ყოფილი ჩემპიონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.