ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი AUS Open-ის ძირითადი ბადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ქართველის მეტოქე 19 წლის ჩეხი ჩოგბურთელი იაკუბ მენშიკი იყო, რომელმაც ნიკოლოზის დამარცხება 4 სეტში მოახერხა (1:6, 7:6, 3:6, 3:6) და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რომელიც სეტის წაუგებლად დაასრულა. მან ავსტრალიელი კრუზ ჰიუტი, რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი და იტალიელი ფრანჩესკო პასარო დაამარცხა.