ფეხბურთი

1:05 | 13.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო (+VIDEO)

„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ფინალში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, ჰანსი ფლიკის გუნდმა მადრიდის „რეალი“ გაანადგურა.

ტრადიციულად, „ელ კლასიკო“ დაძაბული, საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა. თავიდან კარლო ანჩელოტის გუნდმა იდეალურად დაიწყო, რადგან მეხუთე წუთზე კილიან მბაპემ მოახერხა ანგარიშის გახსნა. ფრანგმა „ელ კლასიკოში“ პირველად გაიტანა.

თუმცა, ტაიმის შუა ნაწილიდან თამაში სრულიად შეიცვალა და „ბარსამ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ლამინ იამალმა გაათანაბრა ძალიან ლამაზი გოლით, ხოლო მერე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით კატალონიელები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს რაფინიამაც შეაგდო ჟულ კუნდეს საოცარი პასის შემდეგ, ხოლო პირველი ტაიმის მე-10 კომპენსირებულ წუთზე ბრაზილიელმა უკვე თვითონ მიითვალა საგოლე პასი და ალეხანდრო ბალდემ სხვაობა სამამდე გაზარდა - 1:4.

მეორე ტაიმიც „ბარსელონას“ გოლით დაიწყო, ისევ რაფინიამ გაიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და 5:1! სულ მალე ვოიცეხ შჩესნიმ საჯარიმოს გარეთ მბაპე წააქცია და პოლონელი მეკარე გააძევეს. ჯარიმა როდრიგომ გოლად აქცია და სხვაობა შეამცირა. თითქოს, „სამეფო კლუბს“ მუხტი უნდა მიეღო, დროც საკმარისად ჰქონდა, მაგრამ დარჩენილ დროში ვერაფერი მოახერხა.

„ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში მეორედ გაანადგურა „რეალი“, 26 ოქტომბერს, მადრიდში, ლა ლიგის ეგიდით 4:0 აჯობა, ახლა სუპერთასზე 5:2 სძლია. ესპანეთის სუპერთასი „ბარსელონამ“ მე-15-ედ მოიგო და ამაზე მეტჯერ ეს ტიტული არავის მოუგია.

„რეალი“ – „ბარსელონა“ 2:5 (1:4)

გოლები: 1:0 მბაპე (5), 1:1 იამალი (22), 1:2 ლევანდოვსკი (36), 1:3 რაფინია (39), 1:4 ბალდე (45), 1:5 რაფინია (48), 2:5 როდრიგო (60)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 31.10.2020
ogafa (10220)

იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით

23:01 | 29.10.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.

13:35 | 29.10.2020
sokhumsky (447)

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!

15:37 | 28.10.2020
qomagi (1575)

მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05796