„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში ლონდონში, „არსენალს“ აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
52-ე წუთზე ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა, ხოლო 9 წუთის შემდეგ დიოგო დალო გააძევეს და რუბენ ამორიმის გუნდი მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
ორ წუთში გაბრიელ მაგალაეშმა გაათანაბრა და „არსენალს“ მოგების დიდი შანსი გაუჩნდა. 10 წუთში მარტინ ოდეგორს შეეძლო პენალტით გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მას სტუმართა მეკარემ ალთაი ბაინდირმა აჯობა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა, სიტუაცია არც დამატებით დროში შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც „მანჩესტერმა“ 5:3 მოიგო. ერთადერთი პენალტი კაი ჰვერტცმა ვერ გაიტანა, რომელსაც ბაინდირმა აჯობა და მატჩის გმირი გახდა.