ფეხბურთი

21:17 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლი" კვარაცხელიას მხოლოდ თავისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუშვებს"

ცნობილმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც ავტორიტეტული გაზეთი იტყობინება, „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს წასვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება:

„ნაპოლი პსჟ-სგან შეთავაზების გაზრდას ელოდება, რათა მოთხოვნილ 80 მილიონს მიუახლოვდეს. დე ლაურენტისს არ სურს ქართველის გაშვება ფასდაკლებით. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ შეთანხმებისგან და პარიზში არ ჩქარობენ.

დრო კი, „ნაპოლის“ კიდევ ერთი მტერია: კვარას შეცვლა ძალიან რთული ამოცანა იქნება წინასწარ დაგეგმვის შემთხვევაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე, როცა ყველა გუნდს თავის მიზანი გააჩნია. მანამ და დე ლაურენტისმა კვარას გარემოცვასთან მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს: ფეხბურთელი გუნდიდან მხოლოდ „ნაპოლის“ პირობებით წავა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.119772