ფეხბურთი

19:15 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კონტე კვარას მცველად ათამაშებდა, "ნაპოლიდან" ამიტომაც მიდის"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დატოვება არა მარტო ფინანსური ფაქტორის გამო, არამედ ანტონიო კონტეს სათამაშო სქემის გამოც გადაწყვიტა.

როგორც მან თქვა, კონტე კვარაცხელიას ლამის მარცხენა მცველის ფუნქციების შესრულებას ავალებდა:

„კვარაცხელიას წასვლა „ნაპოლიდან“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, არა მარტო ეკონომიკურ ფაქტორს, არამედ დე ლაურენტისის მხრიდან დიდი ხნის უგულებელყოფას, პირველ რიგში კი, კონტეს ტაქტიკის ფიასკოს უკავშირდება, რომელიც კვარაცხელიას მარცხენა მცველის პოზიციაზე, მეტოქის კარიდან 60 მეტრში თამაშს აიძულებდა. კვარა დაამცირეს“, - დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.112265