ედინსონ კავანის ყოფილმა აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს, რადგან დავიდ ნერეში უკეთესი ფეხბურთელია.
მისი აზრით, არათუ 80 მილიონი, არამედ 60 მილიონიც ქართველ ფეხბურთელში მაღალი ფასია და „ნაპოლიმ“ ის აუცილებლად უნდა გაყიდოს.
„ჩემი აზრით, „ნაპოლი“ კარგს იზამს თუ კვარაცხელიას ახლა გაყიდის, რომელიც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ არის ტოპ ფეხბურთელი. დიდი ჩემპიონები თავის შესაძლებლობებს მინიმუმ ორი სეზონი აჩვენებენ, მას კი, კარგი პირველი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მეორე სეზონში იმედგაცრუება იყო. კვარაცხელიას გაყიდვა ნიშნავს, რომ კლუბი უზარმაზარ ფინანსურ მოგებას ნახავს. ვფიქრობ, 60 მილიონიც მაღალი ფასია მასში, გარდა ამისა, ნერეში უფრო ძლიერია, ვიდრე კვარაცხელია. „ნაპოლი“ იყიდის მის შემცვლელს, რომელიც ნერეშის ალტერნატივა იქნება შემადგენლობაში, საჭირო არაა ოსიმენის შემთხვევის გამეორება და სწორია კვარაცხელიას გაყიდვა, მისი დრო „ნაპოლიში“ დასრულებულია, ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის ერთი და იგივე მოძრაობები აქვს და მეტოქეებმა შეისწავლეს“, - თქვა ანელუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.