„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „კალიარისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან უკმაყოფილო იყო და აღნიშნა, რომ მისთვის ფრე მიუღებელი შედეგია, რადგან წაგების ტოლფასია:
„გაბრაზებული ვარ. ჩემთვის ფრე წაგების ტოლფასია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ ლამაზი გოლების გატანა უნდათ. მეც მომწონს ბურთთან ჯადოსნურად მოქმედება, მაგრამ ფეხბურთი მარტივი თამაშია: კარის წინ ეგოისტი უნდა იყო. ყველასგან უფრო მეტს ველოდი. 13 წელია მწვრთნელი ვარ და ეს იყო ჩემი გუნდის მხრიდან ჩატარებული ყველაზე სუსტი პირველი ტაიმი. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ, კარისკენ 25-ჯერ დაარტყით. მსაჯს კი, მატჩისთვის 5 კი არა, 8-10 წუთი უნდა დაემატებინა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი უნდა გაგვეკეთებინა“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 28 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 14 იანვარს, სტუმრად „კომოსთან“ გამართავს.