ფეხბურთი

11:23 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" მწვრთნელი მამარდაშვილის შეცდომაზე: "შესანიშნავი მეკარე გვყავს"
გიორგიმ "სევილიასთან" გოლი 93-ე წუთზე გაუშვა

„ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „სევილიასთან“ მატჩში 93-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს ქულების დაკარგვის ფასად დაუჯდა (1:1).

მატჩის შემდეგ „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა ქართველის მეკარის შეცდომაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვერცერთი თამაშიდან ვერავის გამოვყოფთ. ის შესანიშნავი მეკარეა, თუმცა სამწუხაროდ, გოლის მომენტში კარგად ვერ ჩაერია. უნდა შევეგუოთ ამ ტკივილს და ფეხზე წამოვდგეთ. ამ დამოკიდებულებით მჯერა, რომ სხვა დროს გაგვიმართლებს, დანებებას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ, წინ სეზონის მთელი მეორე ნაწილია და ყველაფერს გავიღებთ“, - თქვა კორბერანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული. „ვალენსია“ 19 ტურში მოპოვებული 13 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 19 იანვარს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს, მანამდე კი, 14 იანვარს, ესპანეთის თასზე "ოურენსეს" ესტუმრება.

0.118792