სტატისტიკის პორტალმა Opta-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც სერია A-ში თამაშობს და ორ კომპონენტში ლიდერია.
2022-2023 წლების სეზონიდან, როცა კვარა „ნაპოლიში“ გადავიდა, სერია A-ში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ქართველ შემტევს აქვს - 196.
კვარა ლიდერობს მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობითაც - 491, მეორე ადგილზეა შექმნილი საგოლე შანსებით (145), ასევე მეორე პოზიციას იკავებს დარტყმების რაოდენობით - 263, ხოლო კარში ზუსტი დარტყმებით მესამე პოზიციაზეა - 94.
საუბარია, 2022-2023 წლების სეზონიდან დღემდე და მხოლოდ სერია A-ს მატჩებზე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.