ფეხბურთი

22:54 | 11.01.2025 | ნანახია 2416 - ჯერ

„იუვენტუსი“ ტურინულ დერბიში „ტორინოს“ დაუზავდა

იტალიური სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში „ტორინომ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში „იუვენტუსის“ თურქმა შემტევმა, კენან ილდიზმა გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს კი „ტორინოს“ ხორვატმა, ნიკოლა ვლაშიჩმა გაათანაბრა.

საინტერო ეპიზოდი მოხდა 55-ე წუთზე. ტორინოს ფრანგი იან კარამო საჯარიმოს ხაზთან წააქციეს, მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა და ამას ფეხბურთელ-მწვრთნელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა, შედეგად მსაჯმა ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი გააძევა სათადარიგოთა სკამიდან. ტორინოს პაოლო ვანიოლი და იუვენტუსის ტიაგო მოტა.

ახლა „იუვენტუსმა“ 33 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-5 ადგილზეა. 22-ქულიანი „ტორინო“ კი მე-11-ზე.

მანამდე „ატალანტამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა სტუმრად „უდინეზესთან” (0:0) და ლიდერ „ნაპოლის“ ორი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ 12 იანვარს შეხვდება „ვერონას.“ მატჩი ნეაპოლში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

იტალია. სერია A. მე-20 ტური. 11 იანვარი: ემპოლი - ლეჩე 1:3, უდინეზე - ატალანტა 0:0, ტორინო - იუვენტუსი 1:1, მილანი - კალიარი მოგვიანებით გაიმართება


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:23 | 13.03.2016
araza-1918 (6330)

ჯიქიას აღდგენის პერიოდი აქვს ტრამვის შემდეგ

20:51 | 12.03.2016
samtrediel (8001)

ვუყურე ამ თამაშს, ჭანტურია ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, თავისი ტექნიკით. თUმნცა მე მეეჭვება მაგან დიდი ფეხბურთი ითამაშოს.ეს ბიჭი ხულიგნის მენტალიტეტიდან კიდევ ვერ გამოვიდა. ძაან მაღალ ფეხებზე იდგა, ოდნავ წინააღმდეგობაზეც "ხიპიშს" იწყებდა, ის ყვითელი ბარათიც აბსოლიტურად უაზროდ მიიღო, გაბრაზებულზე ბურთის გადაგდების გამო.

01:00 | 13.03.2016
lado (1613)

ართმევისას დააჯარიმეს და იმიტომ მიიღო ყვითელი

19:55 | 12.03.2016
Shevche (15054)

ჯიქიას თამაშს ვუყურე დღეს, სპარტაკთან. რა უნდა მაგას ნაკრებში, ნამდვილი ქაჯია
შემოვიდა და წააგებინა გუნდს.

19:41 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალა კობი გაიღვიძეთ. ჩვენმა რაგბისტებმა ღრუსებს მოუგეს ყაზახეთანდე 17 დღე..გაფართოებული 40 კაციანი სია. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.07237
2416