ფეხბურთი

22:01 | 11.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" დამარცხდა, მიქაუტაძე ისევ ცოტა ხნით ათამაშეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში „ლიონი“ სტუმრად „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძეს ისევ მცირე სათამაშო დრო დაუთმეს.

გასული წლის ბოლოს თითქოს ქართველს პიერ საჟმა უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ბოლო მატჩებში გიორგი უმეტეს დროს ისევ სათადარიგო სკამზე ატარებს.

„ლიონი“ 25-ე წუთზე 0:2 ჩამორჩა, რასაც ტაიმის ბოლოს ჯორდან ვერეტუს გოლით უპასუხა, თუმცა, მეორე ნახევარში ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და უქულოდ დარჩა.

მიქაუტაძე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

„ლიონი“ 17 ტურის შემდეგ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 იანვარს, „ტულუზს“ უმასპინძლებს.

0.122786