ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ლანსის“ უზბეკი მცველის, აბდუკოდირ ხუსანოვის ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ძალიან გამიკვირდა ხუსანოვის „ლანსიდან" „მანჩესტერ სიტიში" გადასვლა. მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში ის ვერავინ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთში თამაშობდა, ბელორუსში თამაშობდა. და ვერც ერთმა სპორტულმა დირექტორმა ვერ შეამჩნია, რომ ჩვენს გვერდით იყო ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა. ის „სიტიში“ 50 მილიონ ევროდ წავიდა, არადა „ლანსმა“ 100 ათას ევროდ იყიდა, წარმოიდგინეთ, რამდენს გამოიმუშავებდნენ ფრანგები. სად იყვნენ იმ მომენტში ჩვენი კლუბები? ეს ამ საკითხებში არც თუ ისე ძლიერ კომპეტენციაზე მეტყველებს“, - ციტირებს სიომინს სიტყვებს Metaratings.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინგლისურმა კლუბმა ფრანგულს 50 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გაუკეთა ხუსანოვის თაობაზე, ბონუსების ჩათვლით. თავად ხუსანოვი „მოუთმენლად" ელის „მანჩესტერ სიტიში" გადასვლას. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2030 წლის ზაფხულამდე.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში დაბადებული 20 წლის ხუსანოვით „ჩელსი,“ „ტოტენჰემი“ და „ლიდსიც“ იყვნენ დაინტერესებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მახსოვს ვინ იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთმა ფორუმელმა დაგიწერათ კომენტარი და განგიმარტათ რომ თამაშგარე კი არა, "ძელის მიერ მოგერიებული" ბურთის დამატების უფლება არ აქვს დამრტყმელ ფახბურთელს. იმის ნაცვლად რომ მადლობა გეთქვათ და თან ჩაგესწორებინათ, იმ პატიოსან კაცს კომენტარი წაუშალეთ და შეცდომით ჩაასწორეთ. ახლა ამასაც წაშლით ალბათ, მაგრამ სტატია მაინც ჩაასწორეთ, ისე რომ აღარ დაუშვათ შეცდომა. მადლობა