ინგლისის ასოციაციის თასის მესამე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ და „აკრინგტონ სტენლის“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე დიოგო ჟოტამ გახსნა. 45-ე წუთზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 76-ზე ჯეიდენ დანსმა ანგარიში კიდევ უფრო გამანადგურებელი გახადა. 90-ე წუთზე კი ფედერიკო კიეზამ თავისი გუნდის მეოთხე გოლი გაიტანა.
მანამდე ტურნირის 1/16 ფინალში გავიდნენ: „კარდიფ სიტი,““ ევერტონი,“ „ფულემი,“ „უაიკომბ უონდერერსი“ და „ასტონ ვილა.“
ასოციაციის თასის ამჟამინდელი გამარჯვებული „მანჩესტერ იუნაიტედია.“ გასული შეჯიბრის ფინალში „წითელმა ეშმაკებმა" „მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხეს.