ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ახალ ცნობებს ავრცელებს.
როგორც მან თქვა, კვარას ხელფასი ფრანგულ გუნდში 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე „ნაპოლიში“ აქვს:
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასთან მომდევნო 5 წლის ვადით კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. ხელფასი ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე ამჟამად „ნაპოლიში“ აქვს. პსჟ მოლაპარაკებებს „ნაპოლისთან“ აწარმოებს, როგორც ეს ორი დღის წინ გაირკვა. ახალი შეხვედრა მომდევნო კვირაშია დაგაგეგმილი“, - წერს რომანო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ქართველმა "ნაპოლიში" ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა, ბოლო მატჩი კი, 29 დეკემბერს, „ვენეციას“ წინააღმდეგ ითამაშა.