რაგბი

16:25 | 11.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილი მომდევნო სეზონიდან ახალ გუნდში ითამაშებს
5-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა

საქართველოს ნაკრების მორაგბე დავით ნინიაშვილი მიმდინარე სეზონის შემდეგ „ლიონს“ დატოვებს და კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

„ლიონმა“ ნინიაშვილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ დაიყოლია, რითაც „ლა როშელმა“ ისარგებლა და 5-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. დავითმა ფრანგულ გუნდში ტედი თომასი უნდა შეცვალოს.

ნინიაშვილს „ტულონი“ და კიდევ რამდენიმე ფრანგული კლუბი ეპატიჟებოდა, მაგრამ არჩევანი „ლა როშელზე“ გააკეთა, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს და 22 წლის მორაგბე მომდევნო სეზონიდან ახალ გუნდში იქნება.

დავით ნინიაშვილი „ლიონში“ 2021 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე 25 ლელოს გატანა მოახერხა.

0.109282