ფეხბურთი

15:54 | 11.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ბენზემა: "კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ, მრავალი წელი თამაში კიდევ შემიძლია"

„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა.

მან ასევე, კომენტარი მადრიდის „რეალზეც“ გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მათ შეუძლიათ პრესტიჟული ტიტულები კიდევ ერთხელ მოიგონ.

ჩემი კარიერის დასრულება? ეს ამბები სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ სისულელეა. თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია, კიდევ მრავალი წელი ვითამაშო“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067832