საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა, „მილანმა“ შეიძინოს.
როგორც Sky Sport-ი და ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინებიან, „როსონერი“ 20 წლის ქართველით დაინტერესებულია და მზადაა ის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იყიდოს.
თუმცა, არაა გამორიცხული „მილანმა“ გოგლიჩიძე სეზონის ბოლომდე იჯარით „ემპოლიში“ დატოვოს, რათა მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, გამოცდილება მიიღოს და განვითარება გააგრძელოს.
აღსანიშნავია, რომ გოგლიჩიძე ტურინის „იუვენტუსის“ თვალთახედვის არეშია, მაგრამ „მილანს“ სურს, კონკურენტს დაასწროს. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და თავის კარგად წარმოჩენა მოახერხა. 20 წლის ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია, საიდანაც "ემპოლის" ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა.