ლივერპულის „ევერტონში“ დევიდ მოიესი დაბრუნდა. 61 წლის შოტლანდიელთან შეთანხმება მიღწეულია და გარიგება ოფიციალურად დადასტურდა.
მოიესი „ევერტონში“ 2002-2013 წლებში მუშაობდა და წარმატებითაც, შესაბამისად, მისმა დაბრუნებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დევიდ შონ დაიჩი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
დევიდ მოიესი ბოლოს „ვესტ ჰემში“ იყო, რომელსაც 2018-2024 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო ასევე იყო, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „სოსიედადის“ და „სანდერლენდის“ თავკაცი.
„ევერტონი“ პრემიერლიგაში 17 ქულით მე-16 ადგილზეა და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.