„მანჩესტერ სიტი“ ფრანგული „ლანსიდან“ უზბეკ ფეხბურთელს, აბდუკოდირ ხუსანოვს დაიმატებს.
ერთადერთი, რაც ინფორმაციის დადასტურებას აკლია, ოფიციალური განცხადებაა, სხვა ყველაფერი გადაწყვეტილია. ხუსანოვის სანაცვლოდ „სიტი“ „ლანსს“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება.
20 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით. ის „სიტის“ პირველი ახალწვეული იქნება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში.
აბდუკოდირ ხუსანოვმა მიმდინარე სეზონში „ლანსის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ხუსანოვი პირველი უზბეკი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში ითამაშებს.
ხუსანოვის შემდეგ, დიდი შანსია, რომ „სიტიმ“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ომარ მარმუში დაიმატოს, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ წრეში 13 გოლი გაიტანა და მისი ტრანსფერისთვის 80 მილიონი ევროა საჭირო, რაზეც „აინტრახტს“ უარის თქმა გაუჭირდება.