„კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს პსჟ-ს შეთავაზებას და ხვიჩა კვარაცხელია გაყიდოს.
„კვარა პსჟში? „ნაპოლი“ დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გუნდში ისეთ ფეხბურთელს ინარჩუნებ, რომელიც ენთუზიაზმის გარეშეა და შენთან თამაში არ სურს. „ნაპოლიში“ საჭიროა ყოველთვის ბედნიერი იყო, თუ ასე არ არის, სჯობს წახვიდე. ამ ფულით „ნაპოლის“ შეუძლია ზომები მიიღოს, მაგრამ რაც მთავარია, უკვე ჰყავს ნერეში.
ფეხბურთში აღარ არსებობენ თილისმა ფეხბურთელები, ამიტომ სწორია ჩემი კანონის დაცვა: იყიდე, გაყიდე. „კატანიაში“ მუშაობისას, მაქსი ლოპესი 70 000 ევროდ ვიყიდე და ნახევარი სეზონის შემდეგ 16 მილიონიან შეთავაზებაზე უარი ვთქვი, მომდევნო წელს კი, მაქსიმალური შეთავაზება, რომელიც მასზე მივიღე, 9 მილიონი იყო. სატრანსფერო ბაზარი დიდი შესაძლებლობებისგან შედგება და ეს ერთ-ერთი მათგანია“, - თქვა ლო მონაკომ.