„რომას“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონ ევროდ უნდა გაყიდოს, რადგან ამ თანხის ნახევრითაც შესაძლებელი იქნება მისი შემცვლელის პოვნა.
„კვარას გაყიდვით „ნაპოლი“ ფინანსურად მოგებას ნახავს. როგორც მენეჯერი, ორჯერ არ დავფიქრდებოდი, ვწუხვარ ტიფოზების გამო, მაგრამ ვიცი, რამდენად რთულია საფეხბურთო ვაგონის შენარჩუნება. დე ლაურენტისი ძალიან კარგად მართავს „ნაპოლის“, როგორც სპორტული დირექტორი კი, ვიტყოდი, რომ ორჯერ არ უნდა დაფიქრდნენ ამ ოპერაციაზე.
საფეხბურთო ბაზარი ალტერნატიულ ვარიანტებს ყოველთვის გვთავაზობს, იმ თანხის ნახევრით, რომელსაც პსჟ-გან მიიღებენ. მაგალითად, პორტუგალიის ბაზარზე ადვილადაა შესაძლებელი შემცვლელის პოვნა“, - აღნიშნა საბატინიმ.