„ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც შეიძლება „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშოს.
ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა აღნიშნა, რომ გიორგიმ და ხოსე გაიამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, თუმცა არ დაასახელა, იქნებიან თუ არა ისინი ძირითად შემადგენლობაში.
„მამარდაშვილმა და გაიამ ივარჯიშეს, ვნახოთ, შეიძლება განაცხადში მოხვდნენ, შემდეგ გადავწყვეტ ითამაშებენ თუ არა ძირითად შემადგენლობაში.
მამარდაშვილმა ბოლოს 7 დეკემბერს, „რაიო ვალეკანოსთან“ ითამაშა, სადაც ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ოთხი მატჩი ლა ლიგაში, ერთიც ესპანეთის თასზე გამოტოვა. ქართველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.
„ვალენსია“ „სევილიას“ წინააღმდეგ 11 იანვარს ითამაშებს.