ფეხბურთი

19:53 | 10.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელი: "ბუდუ თავისი გამოცდილებით თავიდანვე დაგვეხმარება"

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „უნიონ ბერლინთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მას შეკითხვა ბუდუ ზივზივაძესაც დაუსვეს, კერძოდ, იქნება თუ არა, ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში:

„გასაგებია, რომ ახალწვეულებისგან სწრაფი დახმარება გვჭირდება. ბუდუ თავისი ასაკისა და გამოცდილების გამო დაუყოვნებლივ დაგვეხმარება, ფრანს კრატციგის შემთხვევაში კი, მარცხენა ფლანგზე კონკურენცია იზრდება. ხვალ გამოჩნდება, იქნებიან თუ არა, ისინი ძირითად შემადგენლობაში“, - თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ 10 დღის წინ შეუერთდა და „უნიონ ბერლინთან“ მას დებიუტი ექნება, არა მარტო ახალ გუნდში, არამედ ბუნდესლიგაში. მატჩი 11 იანვარს, თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:47 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს

21:46 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის

0.060438
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}